ასტონ ვილა დუგლას ლუისის გაყიდვას არ გეგმავს
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის ნახევარმცველის, დუგლას ლუისის ლონდონის "არსენალში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.
52 წლის ესპანელი მწვრთნელის თქმით, კლუბი ნახევარმცველის გაყიდვას არ გეგმავს.
"დუგლასი ძალიან კარგად თამაშობს, მისი თავდადება საოცარია. მინდა, რომ ის კლუბში დარჩეს. ძალიან მიხარია მასთან მუშაობა.
"დუგლასი ძალიან კარგად თამაშობს, მისი თავდადება საოცარია. მინდა, რომ ის კლუბში დარჩეს. ძალიან მიხარია მასთან მუშაობა.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მისი შენარჩუნება. ვფიქრობ, ის ასევე ბედნიერია ასტონ ვილაში“, - ციტირებს ემერის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.