ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში კიმიხის შეძენას შეეცდება

ბარსელონა ზაფხულში კიმიხის შეძენას შეეცდება
თარიღი 27 Nov 2023, 23:34
„ბაიერნის“ ნახევარმცველი იოზუა კიმიხი შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

საამისოდ,„ ბლაუგრანა“ რამდენიმე გერმანელ აგენტთან აპირებს შეხვედრას, რათა შეისწავლოს, ბუნდესლიგიდან ვის შეეძლება გუნდის გაძლიერება.

პრიორიტეტს კიმიხი წარმოადგენს, რომელიც ძალიან მოსწონს „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ხავი ერნანდესს, რომელიც გერმანელს ესაუბრა და თუ გაზეთს დავუჯერებთ, კატალონიაში გადაბარგების სურვილიც გამოუთქვა.

თუმცა, თუ კიმიხის ტრანსფერი შეუძლებელი აღმოჩნდება, „ბარსელონა“ ბუნდესლიგაში სხვა ვარიანტებს მოიძიებს.