ატლეტიკო მცველთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევრო იქნება
მადრიდის "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველი ნაუელ მოლინა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.
მხარეებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას ახალი შრომითი ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც 2028 წლამდე იქნება ძალაში, ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ნაუელ მოლინა მადრიდის "ატლეტიკოში" 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში მას 57 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს.

ასევე ცნობილია, რომ არგენტინელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევრო იქნება.