ავტორიზაცია

ნოიერი ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ნოიერი ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
თარიღი 28 Nov 2023, 20:19
"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, 37 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2025 წლამდე იქნება გათვლილი.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ეტაპზეა.

შეგახსენებთ, რომ ნოიერი "ბაიერნის" მაისურს 2011 წლიდან ირგებს.