ავტორიზაცია

VIDEO: დრამა პარკ დე პრენსზე - უცნაური პენალტი და ბოლო წამებზე გადარჩენილი პსჟ

თარიღი 29 Nov 2023, 02:06
„პარკ დე პრენსზე“ „პარი სენ-ჟერმენი“ „ნიუკასლთან“ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე ალექსანდრ ისაკმა „ნიუკასლი“ დააწინაურა, ანგარიშის გათანაბრება კი მასპინძლებმა მხოლოდ 90+8 წუთზე კილიან მბაპეს ზუსტად შესრულებული პენალტით მოახერხეს.

„პსჟ-მ“ ამ ფრით 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, ბოლო ტურში გუნდი „დორტმუნდს“ ხვდება, რომელმაც „მილანის“ 3:1 დამარცხებით პლეი-ოფის საგზური უკვე გაინაღდა.

ამ ეტაპზე, სიკვდილის ჯგუფში ასეთი მდგომაროებაა:

დორტმუნდი - 10 (უკვე გავიდა)

პსჟ - 7

ნიუკასლი - 5

მილანი - 5.