ავტორიზაცია

VIDEO: სიტიმ მატჩი 0:2-დან მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად დაიკავა

თარიღი 29 ნოე 2023, 02:19
„სიტიმ“ „ლაიპციგთან“ მატჩი 0:2-დან შემოატრიალა, მეორე ტაიმში 3:2 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

ოპენდას დუბლით გერმანელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ ფილ ფოდენმა ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი გუნდის ქამბექს იდეალურად გაუძღვა.

„სიტიმ“ 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი ოფიციალურად დაიკავა.