ავტორიზაცია

ჰოლანდი 2023 წელს საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ჰოლანდი 2023 წელს საუკეთესო ბომბარდირი გახდა
თარიღი 29 ნოე 2023, 12:46
მანჩესტერ "სიტის" ცენტრალურმა ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გუშინდელ მატჩში გერმანული "ლაიფციგის" წინააღმდეგ (3:2) გოლი გაიტანა.

ეს გოლი ნორვეგიელი ფორვარდისთვის 2023 წელს 50-ე იყო. ამრიგად, ნორვეგიელი 2023 წელს ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდა, მან გაუსწრო მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, ჰარი კეინს, რომელსაც 49 გოლი აქვს გატანილი.

ჰოლანდი მანჩესტერ "სიტიში" გასული ზაფხულიდან თამაშობს. ნორვეგიელსა და "ქალაქელება" შორის არსებული კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი.