ბელინგემს მხარზე ოპერაცია დასჭირდება, თუმცა საჩქარო არ არის - მისი გაკეთების შემდეგ, ჯუდს ორი თვე გაუცდება
„რეალში“ ჯუდ ბელინგემის მხარზე ოპერაციის გაკეთების საჭიროებაზე ალაპარაკდნენ.
The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისელმა „რაიო ვალეკანოსთან“ 5 ნოემბრის მატჩში მხარი ამოიგდო და კლუბში მიიჩნევენ, რომ პრობლემის სრულად აღმოფხვრას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
„ადრე თუ გვიან ბელინგემს ოპერაციის გაკეთება დასჭირდება. ექიმის დასკვნებით, ყველა ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ამოუგდია მხარი, მაღალი შანსი აქვს, რომ ეს კიდევ განმეორდეს. თანაც, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მაღალია ამის მოხდენის შანსი - მაგალითად, 16 წლის მოზარდებში რეციდივის შანსი 90%-ს შეადგენს, ბელინგემი კი მხოლოდ 20 წლისაა.“ - ამბობს სპეციალისტი.
ოპერაციის შემდეგ სრული სარეაბილიტაციო პერიოდი 2+ თვეს შეადგენს, თუმცა პლიუსი ის არის, რომ ამ ეტაპზე, ბელინგემისთვის ოპერაციის გაკეთება სასწრაფო არ არის.