ავტორიზაცია

კარაგერი: "წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე არსენალს მხოლოდ ერთი გუნდი აღემატება - ვერ ვიტყოდი, რომ ბაიერნი გაცილებით ძლიერია"

კარაგერი: "წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე არსენალს მხოლოდ ერთი გუნდი აღემატება - ვერ ვიტყოდი, რომ ბაიერნი გაცილებით ძლიერია"
თარიღი 01 დეკ 2023, 00:53
„ლივერპულის“ ექს-მცველმა ჯეიმი კარაგერმა „არსენალი“ ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის მოიხსენია.

„ვფიქრობ, „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. მას „ბაიერნივით’ ისტორია არ აქვს, რომელსაც ეს ჯილდო არაერთხელ მოუგია, თუმცა, ევროტურნირებზე ასპარეზობას რომ გადავხედო, ვერ ვიტყოდი, რომ წელს ეს გუნდი „ბაიერნზე“ სუსტია.

ზოგადად, როცა გუნდს ტურნირი უკვე მოგებული აქვს, მის თამაშს ზოგჯერ დაყვება ის აურა, რომ ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლია.

„არსენალს“ ეს აურა ჯერ არ გააჩნია, თუმცა უნდა გამოუჩნდეს ადრე თუ გვიან.

ვფიქრობ, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალს“ მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ აღემატება.“, - აღნიშნა ინგლისელმა.