ერიკ ტენ ჰაგი: "ონანა პრემიერ ლიგის მეორე საუკეთესო მეკარეა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "წითელი ეშმაკების" მეკარე ანდრე ონანას მხარი დაუჭირა.
"მას აქვს ძლიერი ხასიათი, ის გაუმკლავდება ამ სიტუაციას. საერთო ჯამში მან კლუბში ყოფნის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კარგად ითამაშა.
"მას აქვს ძლიერი ხასიათი, ის გაუმკლავდება ამ სიტუაციას. საერთო ჯამში მან კლუბში ყოფნის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კარგად ითამაშა.
თუ კარგად გააანალიზებთ, დაინახავთ, რომ სტატისტიკურად ის მეორე საუკეთესო მეკარეა ინგლისის პრემიერ ლიგაში, რადგან მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა იმ დარტყმების პროცენტული მაჩვენებლით, რომელსაც გოლები უნდა მოჰყოლოდა“, - ციტირებს ტენ ჰეგის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.