ტოტიმ მოურინიო შეაქო: "მწვრთნელად სიამოვნებით მეყოლებოდა"
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანცესკო ტოტი მისი ყოფილი გუნდის, "რომას" ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და ჟოზე მოურინიოს აქებს.
მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "რომას" 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
"ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი სპეციალისტია, პატივს ვცემ და სიამოვნებით ვითამაშებდი მის მიერ გაწვრთნილ გუნდში.
რომას სტაბილურობა აკლია და ეს რეალობაა. ამ გუნდს სულ ეს პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ვთვლი, რომ ეს მწვრთნელის ბრალი უფრო ნაკლებადაა და ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ", - განაცხადა ტოტიმ.