ავტორიზაცია

ტრანსფერი კონკურენტ გუნდში - მერეტი სერია ა-ს კლუბს დაუკავშირეს

ტრანსფერი კონკურენტ გუნდში - მერეტი სერია ა-ს კლუბს დაუკავშირეს
თარიღი 02 დეკ 2023, 01:25
იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლის" მეკარე ალექს მერეტი შესაძლოა მალე იტალიის სხვა კლუბში ვიხილოთ.

როგორც წყაროები იუწყებიან, მერეტი მიზნად მილანის "ინტერს" ჰყავს ამოღებული და პირად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქმე იმაშია, რომ იტალიელ მეკარეს ზაფხულში, სეზონის ბოლოს "ნაპოლისთან" კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

"ინტერს" კი ონანას და ჰანდანოვიჩის გაშვების შემდეგ, მათი სრულფასოვანი შემცვლელი სჭირდება.