ავტორიზაცია

VIDEO: დრამატული მატჩი სერია ა-ში: იუვენტუსმა ბოლო წუთზე მოიგო

თარიღი 02 დეკ 2023, 01:59
იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაუპირისპირება "მონცასა" და ტურინის "იუვენტუსს შორის.

მატჩის მე-12 წუთზე ანგარიში რაბიომ გახსნა და როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრები დაწინაურდნენ.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "იუვენტუსს" ეს მატჩი უნდა მოეგო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, "მონცამ" ანგარიში გაათანაბრა.

94-ე წუთზე კი ტურინელთა მცველმა გატიმ რაბიოს პასით გაიტანა და "იუვენტუსს" 1:2 მოაგებინა.