ავტორიზაცია

მადრიდის რეალი გახმაურებულ ტრანსფერთან ახლოსაა

მადრიდის რეალი გახმაურებულ ტრანსფერთან ახლოსაა
თარიღი 02 დეკ 2023, 11:24
მადრიდის "რეალი" კიდევ უფრო მიუახლოვდა მცველ ალფონსო დევისის შეძენას, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის. ამის შესახებ Relevo-ს იუწყება.

როგორც წყარომ შეიტყო, მხარეებმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს. 

დევისის ტრანსფერი "სამეფო კლუბში" დიდი ალბათობით 2024 წელს შედგება. 

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დევისმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.