ბარსელონამ შესაძლოა Nike-თან კონტრაქტი გაწყვიტოს
კატალონიური "ბარსელონას" ხელმძღვანელები ამერიკულ კომპანია Nike-თან თანამშრომლობის გაწყვეტას სპონსორობის ხელშეკრულებიდან არადამაკმაყოფილებელი შემოსავლის გამო გეგმავენ. ამის შესახებ პორტალი Sport.es იუწყება.
შეთანხმების მიხედვით, Nike-თან კონტრაქტი "ბლაუგრანას" ყოველწლიურად 155 მილიონ ევროს მოაქვს. ეს თანხა კატალონიური გრანდის მფლობელებს არ აკმაყოფილებთ, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საბაზრო ფასებზე გაცილებით დაბალია.

თუ მხარეები კონტრაქტს შეწყვეტენ, შესაძლოა "ბარსელონას" ახალი სპონსორი New Balance-ი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელები Nike-თან 1998 წლიდან თანამშრომლობენ.