ავტორიზაცია

ტოდიბო: "ბარსელონაში ვარჯიშებზე მესისთან მიკარების უფლებასაც არ გვაძლევდნენ"

ტოდიბო: "ბარსელონაში ვარჯიშებზე მესისთან მიკარების უფლებასაც არ გვაძლევდნენ"
თარიღი 02 დეკ 2023, 23:57
ჟან-კლერ ტოდიბომ გაიხსენა, როგორ იცავდა „ბარსელონა“ ლეო მესის, გუნდში მისი ყოფნის დროს.

„ბარსელონაში ვარჯიშებზე მესისთან მიკარების უფლებას არ გვაძლევდნენ. სიგიჟეს ჰგავს, მაგრამ სიმართლეა.

ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით და ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ის საუკეთესოა და მისთვის ტკივილის მიყენება არავის არ უნდოდა.“, - აღნიშნა „ნიცას“ მცველმა.

ტოდიბო „ბარსელონას“ სისტემაში 2019-2021 წლებში იმყოფებოდა.
temo
ტოპ კომენტარი
0
04 დეკ 2023, 17:02
მესის უთქვენოდაც არ აკლდათ მჩეხავები, შენ დაგამტვრევინებდნენ სწორედ ვარჯიშებზე.