ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: "არ მაქვს ინფორმაცია, რომ ოსიმენი ნაპოლისთან ახალ კონტრაქტთან ახლოს არის"

ფაბრიციო რომანო: "არ მაქვს ინფორმაცია, რომ ოსიმენი ნაპოლისთან ახალ კონტრაქტთან ახლოს არის"
თარიღი 03 დეკ 2023, 13:26
იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ "ნაპოლის" თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ნიგერიელი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს იყო.

"აურელიო დე ლაურენტისი ძალიან თავდაჯერებული ჩანდა, როცა თქვა, რომ ოსიმენი კონტრაქტის განახლებასთან ახლოს იყო. 

ჩემი მხრივ ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. სიტუაცია ღიად რჩება. ტრანსფერი იანვარში? ამას გიჟური წინადადება დასჭირდება“, - თქვა რომანომ თავის პოდკასტში.

ოსიმენს "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.