ჯერ მაძარიც ვერაფერს ცვლის - ნაპოლი მარადონაზე ინტერთან განადგურდა
იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურში ნაპოლიმ შინ ინტერს უმასპინძლა.
შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და სტუმართა გამანადგურებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მატჩში გოლებით თავი ჩალჰანოღლუმ, ბარელამ და მარკუს ტურამმა გამოიჩინეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა მეტოქის მეკარეს ვერცერთხელ ვერ აჯობა.
რეალთან საჩემპიონთალიგო მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ზედიზედ მეორე მატჩი დათმო და 24 ქულით ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს, ინტერი კი 35 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.