იუვენტუსმა უკრაინის ნაკრების ნახევარმცველის შეძენა გადაწყვიტა
უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველს, გეორგი სუდაკოვს კარიერის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელების ვარიანტი აქვს. ამის შესახებ Sportmediaset-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" სერიოზულად არის დაინტერესებული 21 წლის ფეხბურთელის შეძენით.
წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" სერიოზულად არის დაინტერესებული 21 წლის ფეხბურთელის შეძენით.
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა გარიგების დასრულება უახლოეს მომავალში სურთ.
პერსპექტიული ფეხბურთელის ტრანსფერში იტალიური გუნდი მზად არის 10-15 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"შახტართან" სუდაკოვის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტის ვადა 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
"შახტართან" სუდაკოვის ამჟამინდელი შრომითი კონტრაქტის ვადა 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "შახტარის" შემადგენლობაში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.