ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: "ჩელსი კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ნაპოლის არ დაკავშირებია"

ფაბრიციო რომანო: "ჩელსი კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ნაპოლის არ დაკავშირებია"
თარიღი 04 დეკ 2023, 17:59
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო უარყოფს ინფორმაციას, ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის "ჩელსიში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ ქართველს ცოტა ხნის წინ "ჩელსის" დაუკავშირეს.

„გასულ კვირას გავიგეთ ჭორები კვარაცხელიას მიმართ ჩელსის ინტერესის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩელსის დღემდე არ დაუწყია მოლაპარაკებები ნაპოლისთან და არც კი დამყარებია კლუბთან კონტაქტი“, - თქვა რომანომ თავის პოდკასტში.

კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და სამი გადაცემა გააკეთა.