ავტორიზაცია

ბუფონი: "ნაპოლი-ინტერის მატჩს ვუყურე და ერთი დასკვნა გამოვიტანე"

ბუფონი: "ნაპოლი-ინტერის მატჩს ვუყურე და ერთი დასკვნა გამოვიტანე"
თარიღი 05 დეკ 2023, 01:28
ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯიჯი ბუფონი სერია ა-ს გასულ ტურში გამართულ მატჩს ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ტურის ცენტრალური მატჩში "ინტერმა" სტუმრად "ნაპოლი" 0:3 გაანადგურა.

"ნაპოლი-ინტერის მატჩს ვუყურე. ინტერმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა და აღფრთოვანებული ვარ, თან მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ.

ამ მატჩიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე - ინტერს არამხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში შეუძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება და თავისი სიტყვის თქმა", - განაცხადა ბუფონმა.