ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ლუნინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის რეალმა ლუნინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 05 Dec 2023, 13:12
El Chiringuito-ს ჟურნალისტების ცნობით, უკრაინელმა მეკარემ ანდრეი ლუნინმა ფარულად გააფორმა ახალი სამუშაო კონტრაქტი მადრიდის "რეალთან". 

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლუნინმა მადრიდული გრანდის შემადგენლობაში ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორი გოლი გაუშვა და სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.