ავტორიზაცია

მესი: "გასულ ზაფხულს ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი ბარსელონაში დაბრუნება იყო"

მესი: "გასულ ზაფხულს ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი ბარსელონაში დაბრუნება იყო"
თარიღი 05 დეკ 2023, 23:53
ლეო მესიმ ისაუბრა, როგორ გადაწყვიტა „ინტერ მაიამიში“ გადასვლა გასულ ზაფხულს.

„საბედნიეროდ, რამდენიმე საინტერესო ვარიანტი მქონდა და დასაფიქრებელი მქონდა, ყველაფერი ოჯახთან ერთად ამეწონა და ამის შემდეგ გადამეწყვიტა „ინტერ მაიამიში“ გადასვლა საბოლოოდ.

ჩემი პირველი ვარიანტი - „ბარსელონაში“ დაბრუნება იყო, რომელიც შეუძლებელი აღმოჩნდა. დაბრუნებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამოვიდა.

საუდის არაბეთის ჩემპიონატიც ერთ-ერთი ვარიანტი იყო, ამ ლიგაში გადასვლაზე ბევრი ვიფიქრე.

ამ ქვეყანას ვიცნობ, ძლიერი ჩემპიონატი შექმნეს, რომელიც მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლიგადაც შეიძლება იქცეს.

როგორც ქვეყნის ტურმიზმის ელჩს, ეს ადგილი მიზიდავდა. საუდის არაბეთი და MLS - ეს ორი ვარიანტი ძალიან საინტერესოდ მეჩვენებოდა.“, - აღნიშნა მესიმ.