მატიჩი: "ჩელსიში ყველა პროფესიონალი იყო, მანჩესტერში კი ვარჯიშებზე იმდენად ხშირად აგვიანებდნენ, რომ შიდა ჯარიმები დავაწესეთ"
სერბმა ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა თავის ორ ყოფილ გუნდში, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ სიტუაცია შეაფასა.
„ჩელსიში ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურად იქცეოდა, პუნქტუალურები იყვნენ და ვარჯიშებზე არასდროს აგვიანებდნენ, „მან იუნაიტედში“ კი ეს თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.
იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც თითქმის სულ აგვიანებდა, იყვნენ პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი.
დანარჩენები, რომლებიც მუდამ დროულად მოვდიოდით, გაბრაზებულები ვიყავით და შიდა ჯარიმების დაწესება გადავწყვიტეთ დაგვიანებულთათვის, ამ ღონისძიების პრეზიდენტი მე ვიყავი.
კედელზე გავაკარი ფურცელი, რომელზეც დაგვიანებულების სახელებს ვწერდით. ერთ სრულ სეზონში, დაახლოებით 75 ათასი ფუნტი მოვაგროვეთ.“, - ციტირებს მატიჩის სიტყვებს Fabrizio Romano.