კურტუა ევრო 2024-ზე არ ითამაშებს
მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.
31 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მოედანზე დაბრუნებას 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს.
31 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მოედანზე დაბრუნებას 2024 წლის გაზაფხულზე გეგმავს.
Marca-ს ცნობით, კურტუამ უკვე აცნობა "რეალს", რომ ბელგიის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე არ წავა. ტურნირი ივნისში დაიწყება, თუმცა მეკარე მადრიდში დარჩენას ოპტიმალურ ფორმაში შესვლამდე აპირებს.