ავტორიზაცია

ბარსელონას მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება

ბარსელონას მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება
თარიღი 07 დეკ 2023, 12:50
კატალონიური "ბარსელონა" თავდამსხმელით გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. 

როგორც Sport.es-ის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, "ბლაუგრანა" არგენტინის ნაკრებისა და მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელი ხულიან ალვარესით ინტერესდება.

მსოფლიო ჩემპიონის შეძენით გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი პირადადაა დაინტერესებული. 

23 წლის სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა და მისი კონტრაქტი "სიტისთან" 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ალვარესმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერ "სიტის" მაისურით 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.