ავტორიზაცია

ბარსელონა არ არის მზად ფელიქსის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს

ბარსელონა არ არის მზად ფელიქსის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 07 Dec 2023, 13:49
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა არ აპირებს "ატლეტიკოს" ჟოაო ფელიქსის ტრანსფერში დიდი თანხა გადაუხადოს, ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, მადრიდელები 24 წლის პორტუგალიელისთვის დაახლოებით 80 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ, მაგრამ "ბარსელონა" არ არის მზად ამ თანხის გადახდისთვის. 

"ბლაუგრანას" შეუძლია ფელიქსისთვის 30-დან 40 მილიონ ევრომდე შეთავაზება გააკეთოს. იმ შემთხვევაში თუ "ატლეტიკო" შეთავაზებაზე უარს იტყვის, კლუბი შეეცდება ფეხბურთელის იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს, შემდგომი შესყიდვის ოფციით.

მიმდინარე სეზონში ფელიქსმა "ბარსელონას" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

მისი კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.