დუმფრისმა კონტრაქტის განახლების თაობაზე ინტერის შეთავაზება უარყო
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ მცველთან დენზელ დუმფრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
როგორც წყარომ შეიტყო, "ნერაძურიმ" ფეხბურთელს ხელფასის სახით ოთხი მილიონი ევრო შესთავაზა. მაგრამ ფეხბურთელის მხარემ ეს შეთავაზება უარყო, რადგან ფეხბურთელს ერთი მილიონით მეტის გამომუშავება სურს. მოლაპარაკებების ახალი ეტაპი 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.
დენზელის მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დუმფრისმა 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.