ავტორიზაცია

მზად არის თუ არა გატი კვარაცხელიასთან დუელისთვის? - მასიმილიანო ალეგრის კომენტარი

მზად არის თუ არა გატი კვარაცხელიასთან დუელისთვის? - მასიმილიანო ალეგრის კომენტარი
თარიღი 07 დეკ 2023, 18:06
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ნაპოლისთან" მატჩის წინ პრეკონფერენციასე ისაუბრა.

იტალიელს ჰკითხეს მზად არის თუ არა ფედერიკო გატი ხვიჩა კვარაცხელიასთან ინდივიდუალური დუელისთვის.

„გატი მზად არის თუ არა კვარაცხელიასთან დუელისთვის? ის კარგად მუშაობს და აგრძელებს ზრდას. 

არ დაგვავიწყდეს, რომ სამი წლის წინ იტალიის მესამე დივიზიონში თამაშობდა“, - განაცხადა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

ტურინში "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ერთმანეთს 8 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.