ავტორიზაცია

როდის დაუბრუნდება მარიო რუი მოედანს?

როდის დაუბრუნდება მარიო რუი მოედანს?
თარიღი 08 დეკ 2023, 01:21
"ნაპოლის" პორტუგალიელმა მცველმა მარიო რუიმ ტრავმის გამო თავისი გუნდის წინა რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი რუის მდგომარეობაზე საუბრობს.

"იუვენტუსთან რუი არ იქნება, მატჩის შემდეგ კი ექიმებს გავესაუბრები და გავიგებ, როგორია მისი მდგომარეობა.

ზუსტად არ ვიცი, თუმცა სავარაუდოდ, რუი ჩემპიონთა ლიგაზე, ბრაგასთან მატჩში დაბრუნდება", - განაცხადა მაცარიმ.