ავტორიზაცია

"იმ 5:1 მარცხის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა", - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ

"იმ 5:1 მარცხის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა", - ალეგრი ნაპოლისთან მატჩის წინ
თარიღი 08 დეკ 2023, 01:31
დღეს გაიმართება სერია ა-ს ტურის ცენტრალური შეხვედრა "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის.

მატჩის წინ კომენტარი ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"იმ 5:1 მარცხის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ გამოუცდელი ფეხბურთელები გვყავდა, ამ ერთ წელში კი ისინი გაიზარდნენ და გამოცდილება მიიღეს.

ინტერთან ფრის და მონცასთან მოგების შემდეგ, ეიფორიაში არ უნდა ვიყოთ და უნდა გავაანალიზოთ, ვის ვეთამაშებით. ნაპოლისთან ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება გვაქვს.

თავის მხრივ, ნაპოლი ძალიან კარგი გუნდია. მათ ინტერთან კარგად ითამაშეს და ამ შედეგს არ იმსახურებდნენ", - განაცხადა ალეგრიმ.