ავტორიზაცია

პსჟ-ს ახალი მფლობელი ჰყავს

პსჟ-ს ახალი მფლობელი ჰყავს
თარიღი 08 Dec 2023, 12:20
ამერიკული კომპანია Arctos Partners ფრანგული კლუბის "პსჟ"-ს თანამფლობელი გახდა. მან პარიზული გრანდის აქციების 12,5 პროცენტი შეიძინა.

ფრანგული მედიის ცნობით, ახალი მფლობელი კლუბის განვითარების სტრატეგიაზე გავლენას არ მოახდენს. 

Arctos Partners ყურადღებას გაამახვილებს ქალთა გუნდზე და დაეხმარება ინფრასტრუქტურის აღდგენას.

საფრანგეთის ჩემპიონატის 14 ტურის შემდეგ, "პსჟ"-მ 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.