ავტორიზაცია

მაგუაიერი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მაგუაიერი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
თარიღი 08 დეკ 2023, 15:55
პრემიერ ლიგის პრესსამსახურმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მაგუაიერი ნოემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გასულ თვეში ჰარი მაგუაიერმა ინგლისის ჩემპიონატის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითოეულში 90 წუთი ითამაშა. 

მანჩესტერ "იუნაიტედმა" სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა  - "ფულჰემთან" (1:0), "ლუტონ თაუნთან" (1:0) და "ევერტონთან" (3:0).

მანჩესტერ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეექვსე ადგილზეა.