ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ იუვენტუსის წინააღმდეგ?

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ იუვენტუსის წინააღმდეგ?
თარიღი 09 დეკ 2023, 11:37
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამრაცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გავიდა, როდესაც კამბიასოს ჩაწოდებას გატი თავურით გამოეხმაურა.

ნეაპოლელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 87-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა. 

22 წლის შემტევს გამორჩეული თამაში არ ჰქონია, "ნაპოლის" მხრიდან მთავარი საგოლე მომენტი გააფუჭა და 45+1 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ქართველმა გარემარბმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსაურა.