გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მიიღო

ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში "ხიხონი" საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სტუმართა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი.
სამწუხაროდ, ქოჩორაშვილმა მე-13 წუთზე ტრავმა მიიღო და იძულებით შეცვლა მოუწია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა ქოჩორაშვილის ტრავმა და რამდენ ხანს იუქმებს.