"გიჟური მენტალიტეტი აქვს" - ტორინოს მწვრთნელმა საზონოვი შეაქო
"ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ამ გუნდის ქართველი მცველი საბა საზონოვი შეაქო.
მიუხედავად იმისა, რომ საზონოს "ტორინოში" ბევრი თამაში არ უწევს, მწვრთნელი მისით მაინც გაოცებულია.
"საზონოვს გიჟური მენტალიტეტი აქვს. ის საკუთარი თავის განვითარებისთვის ყოველდღიურად მუშაობს და მოხარული ვარ.
ვფიქრობ, მას ეს თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაუფასდება და მალე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვიხილავთ", - განაცხადა ივან იურიჩმა.