ოფიციალურად: ალეფ სანტოსმა გორის დილა დატოვა

27 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ალეფ სანტოსმა გორის "დილა" დატოვა.
ამის შესახებ ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ალეფ სანტოსი შიდაქართლული გუნდის მაისურს 4.5 წლის განმავლობაში ირგებდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.
ბრაზილიელის მიმართ ინტერესს არაერთი ქართული და უცხოური გუნდი იჩენს.