» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგა სრულდება... პირველი წრის ბოლო ტური



საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ზეგ დასრულდება. მე-15 ტურის მატჩები 6-სა და 7 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონტი 3 თვიან პაუზას აიღებს. გთავაზობთ, პირველი წრის ბოლო ტურის პრევიუს. 6 დეკემბერი, 14:00 - სპარტაკი vs კოლხეთი უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის მატჩში ცხინვალის "სპარტაკი", შინ ფოთის "კოლხეთს" მიიღებს. ამჟამად მეგრელები ცხრილის მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცხინვალელებს, ისინი მე-4 ადგილზე არიან და შეეცდებიან, რომ პირველი წრე 3-ულში დაასრულონ. 6 დეკემბერი, 14:00 - დინამო ბათუმი vs შუქურა ჩემპიონატის პირველი წრის, ბოლო ტურში აჭარული დერბი გაიმართება. "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება. "შუქურამ" ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა, ისინი მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან. რაც შეეხება "დინამო" ბათუმს, მათ ბოლო 3 შეხვედრიდან სამივე მოიგეს და "შუქურას" დამარცხების შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ პირველი წრე სამეულში მოხვედრით დაასრულოს. 7 დეკემბერი, 14:00 - მერანი vs სამტრედია უკანა შეხვედრის არ იყოს, სადაც ბათუმის "დინამო" "ჩელე არენაზე" "შუქურას" მასპინძლობს, ამ შეხვედრაშიც საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს ის, რომ სამტრედიაში "მერანი" "სამტრედიას" მასპინძლობს. პირველი წრის ბოლო ტურში სამტრედიელები ეცდებიან, რომ სამეულში ადგილი გაინაღდონ, მარტვილელები კი ეცდებიან, რომ რაც შეიძლება ზემოთა პოზიციებზე დაასრულონ პირველი ნახევარი. 7 დეკემბერი, 14:00 - ვიტ ჯორჯია vs დილა იქიდან გამომდინარე, რომ "დინამოს" ურთულესი მატჩი ელის "ჩიხურასთან", სტუმრად, არაა გამორიცხული, რომ გორის "დილამ" პირველი წრე პირველი პოზიციით დაასრულოს. "მცხეთა პარკზე" 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში გორელებს 30 ქულა ექნებათ და ისღა დარჩებათ, რომ "ჩიხურას" უგულშემატკივრონ. აღსანიშნავია ის, რომ "დილამ" შესანიშნავად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი, რასაც "ვიტ ჯორჯიაზე" ვერ ვიტყვით. 7 დეკემბერი, 14:00 - ტორპედო vs მეტალურგი ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში ქუთაისის "ტორპედო" შინ რუსთავის "მეტალურგს" მიიღებს. რუსთაველები ამჟამად მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან 20 ქულით, ქუთაისელები კი მე-12 ზე - 16-ით. ცნობისთვის, "ტორპედომ" ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა. 7 დეკემბერი, 14:00 ზუგდიდი vs ზესტაფონი არც თუ ისე სახარბიელოდ ჩაატარა პირველი წრე "ზესტაფონმა". გუნდი მისდა უჩვეულო, მე-9 პოზიციაზეა, რითიც გუნდის ხელმძღვანელობა კმაყოფილი არ არის. ცნობილია, რომ ზამთარში ზესტაფონში ახალი ტრანსფერები იგეგმება, რათა გუნდმა მოახერხოს ევრო ტურნირების საგზურისთვის ბრძოლა. 7 დეკემბერი, 14:00 - გურია vs სიონი უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის მატჩში ლანჩხუთის "გურია" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს. ორივე გუნდი, ცხრილის უკანა პოზიციაზეა. "სიონმა" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა, "გურიამ" კი ორის. 7 დეკემბერი, 14:00 - ჩიხურა vs დინამო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება საჩხერეში, სადაც "ჩიხურა" ჩემპიონატის ლიდერს, თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. ამჟამად საჩხერელები ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან და მათ 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებათ. ამავდროულად, "დინამოსაც" ესაჭიროება 3 ქულა, რათა პირველი წრე პირველი პოზიციით დაასრულოს და თავიდან აირიდოს "დილას" საშიშროება. აქვე შეგახსენებთ, დავით ოდიკაძის კომენტარს, რომელიც მან Goal.Ge-სთან გააკეთა, ყოფილი "დინამოელი" აცხადებს, რომ "ჩიხურა" 100%-ით დაიხარჯება, რათა გამარჯვებას მიაღწიოს ამ მატჩში. ასევე, აღსნიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანელი ლეგიონერი ჩისკო კარიერას დაასრულებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

10 საუკეთესო უცხოელი თავდამსხმელი ერედივიზიის ისტორიაში

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო უცხოელ თავდამსხმელს ერედივიზიის ისტორიაში.

დღეს, 16:14

რატომ უთხრა უარი ბარსას, ევროს ყველაზე სახიფათო მეტოქე და ბევრი სხვა - კუმანის ვრცელი ინტერვიუ

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, Marca-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

დღეს, 15:23

აზარი დროს უსწრებს - როდის იქნება სათამაშოდ მზად ბელგიელი შემტევი?

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

დღეს, 14:51

"საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ...", - დე იონგმა ყველაზე კარგი მატჩი დაასახელა, რომელიც ბარსელონაში ჩაუტარებია

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, გუნდში სადებიუტო სეზონი შეაფასა.

დღეს, 14:45

დავიდ სილვას კარიერის იტალიურ გრანდში გაგრძელების რეალური ვარიანტი გაუჩნდა

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი, დავიდ სილვა, „მილანის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 14:38

ფეხბურთელი, რომლის ჩართვასაც რეალი ჰოლანდის ტრანსფერში გეგმავს

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერლინგ ჰოლანდის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:35

კონტემ ხელმძღვანელობას ომამეიანგის შეძენა სთხოვა

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ლიდერის შეძენას შეეცდება.

დღეს, 14:31

"ისე ჰარმონიულად ვიყავით, თითქოს ერთად გვეძინა", - ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა კარიერის საუკეთესო პარტნიორი დაასახელა:

დღეს, 13:34

ოფიციალურად: მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ტომას მიულერის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 13:24

დისტანცია, 3-4 კაციანი ჯგუფები და არავითარი შხაპი - ბაიერნმა ვარჯიში განაახლა

მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის ერთ-ერთი პირველი კლუბია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვარჯიში განაახლა.

დღეს, 13:15

"კლოპი შენკლის მაგონებს", - ლივერპულის ექს-კაპიტანი

"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა, გრემ სუნესმა მერსისაიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ბილ შენკლის შეადარა:

დღეს, 13:05

"მესის, რონალდუსა და ნეიმარს კიდევ ერთ მოთამაშეს დავამატებდი", - დელ პიეროს საუკეთესო 4-ეული

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ თანამედროვეობის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:52

"ფერნანდეში ფლეიმეიქერის პოზიციაზე შემთხვევით აღმოჩნდა", - ბრუნოს პირველი მწვრთნელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის პირველმა მწვრთნელმა, ანტონიო პერესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:40

დე იონგმა თავისი საფეხბურთო მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა თავისი მაისურების კოლექციიდან საუკეთესო გამოარჩია:

დღეს, 12:30

"ვადანაშაულებ თუ არა ხაბიბს?", - უაიტი

UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაიტმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:19

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, უკვე კარიერას დაასრულებდა", - ბაბანგიდა

ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა ვინგერმა, ტიჯანი ბაბანგიდამ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:09

მათეუსი: "ბაიერნს ის სანეზე მეტად გამოადგება"

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:00

რონალდუს თვითიზოლაციაში კიდევ ერთხელ მოათავსებენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინს გადის თავის მშობლიურ კუნძულზე,

დღეს, 11:38

არც ბარსელონაში გადასვლა და არც პსჟ-ში დარჩენა - ნეიმარის აგენტის განცხადება

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევის, ნეიმარის აგენტმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:30

"ის პოგბას მანჩესტერში დარჩენაზე დაიყოლიებს", - დინი

"უოტფორდის" კაპიტანმა, ტროი დინიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:21

ვან დეიკი: "პირველი კონტრაქტის გაფორმებამდე, ჭურჭელს ვრეცხავდი"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი კარიერის ადრეული პერიოდი გაიხსენა:

დღეს, 11:12

"ფერგიუსონისა და გეტჟის გამარჯვებული ხაბიბს შეხვდება", - უაიტი

როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიებაზე ტონი ფერგიუსონს, ხაბიბ ნურმაგომედოვის ნაცვლად ჯასტინ გეტჟი შეებრძოლება.

დღეს, 11:01

რეტროკლასიკო კასილასის, პუიოლისა და ინიესტას მონაწილეობით მართლაც შედგება?

იკერ კასილასმა, კარლეს პუიოლმა და ანდრეს ინიესტამ სოაციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო საკითხი განიხილეს.

დღეს, 10:38

ამერიკულმა პორტალმა ევროპის ტოპ-5 ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა

ამერიკულმა გამოცემამ, The Score-მა ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა.

დღეს, 10:18

უფეხბურთობა...ანუ რა გვასწავლა გასულმა ერთმა თვემ?

დაახლოებით ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, ყველა სპორტის სახეობა, მათ შორის საფეხბურთო ტურნირები გაჩერდა.

დღეს, 04:02

საბურთალოს ყოფილი ფეხბურთელი: "მეტოქესთან კონტაქტისას იმაზე ვფიქრობ, კორონავირუსი არ ჰქონდეს"

მოგეხსენებათ, ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს, 04:00

იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა.

დღეს, 03:56

ჩეფერინი: "იტალიაში ეს სეზონი აუცილებლად განახლდება"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იტალიაში ეს სეზონი განახლდება.

დღეს, 03:31

საუკეთესო დრიბლიორი: ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში საუკეთესოა

ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკაში საუკეთესო დრიბლინგიორია.

დღეს, 03:25

შმეიხელი ახალგაზრდა მეკარეს აქებს: "კარგი მეკარეა, მაგრამ ჯერ დე ხეას ვერ შეცვლის"

ლეგენდარული მეკარე კასპერ შმეიხელი "შეფილდის" ახალგაზრდა კიპერს, დინ ჰენდერსონს აქებს.

დღეს, 03:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10