ესპანური მედია: ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბარსელონა მარცხენა შემტევს დაიმატებს და აღნიშნულ პოზიციაზე 3 მთავარი კანდიდატი ჰყავს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება და მის ტრანსფერს განიხილავს.
23 წლის ქართველი შემტევის გარდა, ბარსელონას სიაში გაბრიელ მარტინელი და კაორუ მიტომაც მოხვდნენ.