ავტორიზაცია

მბაპეს წასვლის შემდეგ პსჟ სერია ა-ს ორი ვარსკვლავის დამატებას შეეცდება

მბაპეს წასვლის შემდეგ პსჟ სერია ა-ს ორი ვარსკვლავის დამატებას შეეცდება
თარიღი 16 Feb 2024, 14:24
მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მედია მის შემცვლელზე აქტიურად ალაპარაკდა.

Repubblica-ს ცნობით, პარიზული კლუბი მბაპეს სანაცვლოდ რაფაელ ლეაოს და ვიქტორ ოსიმენის დამატებას შეეცდება და ორივე ტრანსფერზე მუშაობს მალე დაიწყებს.

თუ შეთანხმება შედგა, პსჟ-ს მბაპეს შეცვლა 300 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება - ლეაოს გამოსასყიდი თანხა 175 მილიონი ევროა, ხოლო ოსიმენის 130 მილიონი.