ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ოსიმენი ბარსელონასთან? - მაცარის კომენტარი

ითამაშებს თუ არა ოსიმენი ბარსელონასთან? - მაცარის კომენტარი
თარიღი 18 Feb 2024, 12:38
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" წინააღმდეგ პირველი მატჩის წინ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

„იმედი გვაქვს, რომ ვიქტორი მოედანზე გასვლას შეძლებს, თუმცა მისი თამაში კვლავ საეჭვოა. ფეხბურთელის თქმით, ის ჯერ მზად არ არის. 

სისულელე იქნებოდა მისი თამაშით გარისკვა, რადგან ამის შედეგად მოთამაშე შეიძლება რამდენიმე თვით დავკარგოთ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ოსიმენი ითამაშებს“, - განაცხადა მაცარიმ. 

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" მატჩი ნეაპოლში 21 თებერვალს გაიმართება.