კეინის მორიგი რეკორდი - ინგლისელმა ჰოლანდის შედეგი გააუმჯობესა

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ბოხუმი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და სენსაციურად 3:2 დაამარცხა.
Opta-ს ცნობით, კეინმა რეკორდი დაამყარა: 30 წლის ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და ამ ნიშნულის დასაფიქსირებლად მხოლოდ 22 მატჩი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩატარებულ 25 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.