ავტორიზაცია

ანტონიო კონტე ბაიერნში მუშაობით დაინტერესებულია

ანტონიო კონტე ბაიერნში მუშაობით დაინტერესებულია
თარიღი 20 თებ 2024, 08:45
იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე დაინტერესებულია მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობით, ამის შესახებ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე კონტე "ბაიერნს"  თავისთვის იდეალურ კლუბად მიიჩნევს.  იტალიელი მზადაა გერმანული კლუბი ჩაიბაროს თუ მსგავსი შეთავაზება ექნება. 

აღსანიშნავია, რომ 54 წლის სპეციალისტი თვლის, რომ "ბაიერნი" ევროპის სამი საუკეთესო კლუბს შორისაა.