ალეგრიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს იუვენტუსი დატოვოს

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ტურინული კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს, ამის შესახებ Tuttosport-იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია სპეციალისტის მუშაობით, მაგრამ შრომითი ხელშეკრულების განახლებას არ ჩქარობს.
თავად ალეგრის კონტრაქტის გაახანგრძლივება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელები მისი მუშაობის შეფასებას უახლოეს თვეებში აპირებენ.