ავტორიზაცია

იტალიელი ჟურნალისტი: "ამჟამად ხვიჩა არ არის ბარსელონას დონის ფეხბურთელი"

იტალიელი ჟურნალისტი: "ამჟამად ხვიჩა არ არის ბარსელონას დონის ფეხბურთელი"
თარიღი 20 თებ 2024, 17:50
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე Tuttosport-ის ჟურნალისტმა მასიმო ფრანჩიმ ისაუბრა.

„ბარსელონას კვარაცხელიას მიმართ ინტერესის შესახებ ინფორმაცია მორიგი ჭორია. 

კვარადონამ, როგორც მას ნაპოლის გულშემატკივრებმა შეარქვეს, გასულ სეზონში აჩვენა თავისი უზარმაზარი ნიჭი, გაიტანა 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და მოიგო ისტორიული ტიტული კლუბთან ერთად. 

რა თქმა უნდა, მას შეუძლია ითამაშოს ისეთ დიდ კლუბში, როგორიც ბარსელონაა, მაგრამ საუკეთესო ფორმაში. ამჟამად ხვიჩა არ არის ბარსელონას დონის ფეხბურთელი", - განაცხადა ფრანჩიმ.