ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში კეინის უნიკალური რეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა "ბრენტფორდის" წინააღმდეგ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა (1:0).
Opta-ს ცნობით, ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში ყველა იმ მეტოქეს გაუტანა რომელსაც შეხვდა (21-დან 21).
ყველა იმ მოთამაშეს შორის, ვინც პრემიერ ლიგიაში სულ მცირე ორ გუნდს დაუპირისპირდა, მხოლოდ "ტოტენჰემის" ყოფილმა ფორვარდმა ჰარი კეინმა გააკეთა იგივე - ინგლისელმა 32-ვე მეტოქეს გაუტანა, რომელსაც შეხვდა.