კროოსი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში კარიერის შესაძლო განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ამის შესახებ The Athletic-ი იუწყება.
წყარო აღნიშნავს, რომ თუ 34 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილება დადებითი იქნება, გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მას მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახებს.
მომავალ თვეში გერმანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან გამართავს.