გულშემატკივრების შეხვედრა ინტერის ვარსკვლავებთან და შთამბეჭდავი შოუ - ინტერვიუ ტურნირის ორგანიზატორთან
7 მარტს, Sports Orient-ი Europebet-თან პარტნიორობით ბათუმში, „ლეგენდების სერიის“ ფარგლებში, ვასკვლავების მატჩს გამართავს, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი SMH Sports იქნება.
საქართველოს ნაკრების ლეგენდები - მილანის "ინტერის" ლეგენდებს შეხვდებიან. საქართველოში ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ჟულიო სეზარი, ლუსიო, მაიკონი, ესტებან კამბიასო, ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი, დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, ივან კორდობა, კარაგუნისი და ბორხა ვალერო ჩამოვლენ.
საქართველოს ლეგენდების ნაკრებში გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, შოთა არველაძე, აჩი არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე, კახა ცხადაძე, ნუკრი რევიშვილი, გოჩა ჯამარაული და გიორგი დემეტრაძე ითამაშებენ.
რატომ არის „ლეგენდების სერიის“ პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რა შესაძლებლობა ექნება ქართველ გულშემატკივარს და მიეცემათ თუ არა შანსი პირადად შეხვდნენ ვარსკვლავებს, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე La Gazzetta dello Sport Georgia- სთან ინტერვიუში Sports Orient-ის დამფუძნებელმა, ოთო მუმლაძემ ისაუბრა:

"გვინდა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მოახერხოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ლეგენდებთან შეხვედრა. მატჩის დღეს, სპეციალური სივრცე და დრო იქნება გამოყოფილი, სადაც გულშემატკივარი ვარსკვლავებთან შეხვედრას, მათგან ავტოგრაფების მიღებასა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებას მოახერხებს. გვინდა ეს ბარიერი მაქსიმალურად მოვხსნათ და ადგილობრივი გულშემატკივრისთვის, მატჩის გარდა, მსგავსი მომენტებიც დასამახსოვრებელი იყოს."