UEFA-ს პრეზიდენტად შესაძლოა ლევან კობიაშვილი დაინიშნოს
რამდენიმე წუთის წინ, პოპულარულმა გამოცემა The Guardian-მა ლევან კობიაშვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ UEFA-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი თანამდებობას 2027 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.
The Guardian-ის ცნობით კი ამ თანამდებობაზე ჩეფერინი შესაძლოა სწორედ კობიაშვილმა ჩაანაცვლოს.
კობიაშვილი გასულ წელს UEFA-ს აღმასკომის წევრი გახდა და ჩეფერინთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს.
კობიაშვილის გარდა, The Guardian კანდიდატებად პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდო გომეშს და რუმინელ რაზვან ბურლეანუს განიხილავს.