ნაპოლის მწვრთნელი კვარას შეცვლაზე: "მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც თავს უკეთესად ავლენენ"
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გამართული მატჩი ნაპოლისა და ბარსელონას შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ პრესკონფერეციაზე შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"რატომ შევცვალე კვარაცხელია?
მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც თავს უკეთესად ავლენენ, მიუხედავად მათი სახელებისა. პოლიტანო გასაოცარი იყო, რადგან ბევრს მუშაობდა და დაცვასაც ენერგიულად ეხმარებოდა.
კვარა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელიც წინა წლის მსგავსად დაგვეხმარება.
ქართველი იმის გამო შევცვალე, რომ მისი თამაში არ იყო ფანტასტიკური, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე.
დარწმუნებული ვარ კვარა მეტს იმუშავებს და ამ რეალობას შეცვლის. ტაქტიკურად ცუდად არ უთამაშია, კაცს ვერ ატყუებდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო. ",- თქვა კალცონამ.